logo_geo
eng_logo
ლაგოდეხში, სოფელ მაწიმის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია
- +

19 აგვისტო. 2019. 17:33

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112“-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, ლაგოდეხში, სოფელ მაწიმში შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება და ხანძრის კერა.

 

 

 

შემთხვევის ადგილზე, დაუყონებლივ გავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, რომლებმაც უამინდობის მიუხედავად, ხანძრის ლოკალიზება დროულად მოახერხეს.

 

ცეცხლის გავრცელებას ხელს უწყობდა ძლიერი ქარი.

 

დამწვარია ტყის ქვედა საფარი, ეკალ-ბარდი და დაზიანებულია რამდენიმე ხე.

 

ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.

 

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

 

ადგილზე მუშაობდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კახეთის სამმართველოს 10 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner