logo_geo
eng_logo
ხობში ცენტრალური პარკი გაიხსნა
- +

19 აგვისტო. 2019. 17:58

 

 

ქალაქ ხობში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობილი ცენტრალური პარკი საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. პარკის გახსნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი (დაჩი) ბერაია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, პარლამენტის წევრები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

 

პროექტის შესაბამისად მოეწყო ველობილიკი, საფეხმავლო ზოლები, „ლაბირინთი“, საბავშვო ატრაქციონები, სავარჯიშო და საკალათბურთო მოედნები, ჭადრაკის დაფა, დეკორატიული სკამები, ხობის მუნიციპალიტეტის გერბი და განათება.

 

ცენტრალური პარკის მშენებლობაზე 1 მილიონ ლარამდე დაიხარჯა. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, ორ ეტაპად განხორციელდა.

 

პარკის გახსნასთან დაკავშირებით კულტურის სახლში მოეწყო ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა, ხოლო დიდ დარბაზში ფოლკლორული ანსამბლების, ჯგუფ „1/4“ და ლინდა ადამიას მონაწილეობით კონცერტი გაიმართა.

 

პარკის მშენებლობის ინიციატორი პარლამენტის წევრი ირაკლი ბერაიაა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner