logo_geo
eng_logo
ვლადიმერ კონსტანტინიდი: 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობთ ყველა აქტორთან, რათა დროულად მოხდეს ზემოქმედება საოკუპაციო რეჟიმზე
- +

19 აგვისტო. 2019. 18:34

 

 

„ფაქტობრივად 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობთ ყველა აქტორთან, ვისაც შეიძლება, გავლენა ჰქონდეს ამ პროცესებზე, რათა დროულად მოხდეს შესაბამისი ზემოქმედება საოკუპაციო რეჟიმზე იქ არსებულ ვითარებასთან და დაკავებულ მოქალაქეებთან დაკავშირებით“, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდიმ ბრიფინგზე განაცხადა.

 

კონსტანტინიდიმ საოკუაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ საქართველოს 8 მოქალაქის გატაცებასთან დაკავშირებით ისაუბრა.

 

„იცით, რომ საოკუპაციო რეჟიმი აცხადებს, რომ ასე ვთქვათ, ისინი აპირებენ ე.წ. სასამართლო პროცესის ჩატარებას აღნიშნულთან დაკავშირებით. ჩვენ ჩვენს ხელთ არსებული ყველა ბერკეტი, მექანიზმი აქტიურად გვაქვს ამოქმედებული და ფაქტობრივად, 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობთ ყველა აქტორთან, ვისაც შეიძლება გავლენა ჰქონდეს ამ პროცესებზე, რათა დროულად მოხდეს შესაბამისი ზემოქმედება საოკუპაციო რეჟიმზე იქ არსებულ ვითარებასთან და დაკავებულ მოქალაქეებთან დაკავშირებით. უახლოეს შეხვედრებზე გვექნება საუბარი ამ ყველა მოვლენაზე, მათ შორის ბორდერიზაციის უკანონო პროცესზე, როგორც ინციდენტების მექანიზმის რეჟიმში, ასევე ჟენევის მოლაპარაკების მორიგ რაუნდზე აქტიურად, კიდევ ერთხელ ძალიან მკაცრად დაისმება ეს საკითხი“, - განუცხადა კონსტანტინიდიმ მედიის წარმომადგენლებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner