logo_geo
eng_logo
ნუკა არველაძე: გაფიქრებაც კი არ მინდა, რა ცხოვრება იქნებოდა დღეს, რომ არა ივანიშვილი...
- +

19 აგვისტო. 2019. 18:37

 

 

ჟურნალისტი ნუკა არველაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

 

„არაერთხელ დამიფიქსირებია ჩემი სუბიექტური დამოკიდებულება ამ ადამიანის - ბიძინა ივანიშვილის - მიმართ.

 

უკვე 7 წელია, მან პრაქტიკულად საკუთარი თავი, თავისი ოჯახი უდიდესი რისკის ქვეშ დააყენა მისი პოლიტიკაში შემოსვლით. გაფიქრებაც კი არ მინდა, რა ცხოვრება იქნებოდა დღეს, რომ არა ივანიშვილი...

 

ერთი რამ ზუსტად ვიცი - სააკაშვილი და მისი ხროვა სადამ ჰუსეინის და კადაფის დასასრულს გაიზიარებდა, ქვეყანა მორიგ ქაოსში და სამოქალაქო ომში ჩაეფლობოდა - ომში, სადაც არავინაა გამარჯვებული...

 

7 წელი ბოლო 30-წლიანი დამოუკიდებლობის ისტორიაში - პირველი 7 წელია, როცა შანსი განვითარების დადგა, მაგრამ... არა, მზად არიან, ოღონდ ძალაუფლება დაიბრუნონ და საკუთარ შვილებსაც გაწირავენ!!!

 

ბევრი მსმენია ივანიშვილზე, თავად არ ვიცნობ, ბევრი მართალი, უფრო მეტი ტყუილი და მაოცებს ადამიანების კატეგორია, რომელიც თავს ლამის ოჯახის წევრად აცხადებს და ჩუმად მის მტრებთან დაფრინავს ღამურასავით...

 

კატეგორია, რომელიც თავს პატარა ბიძინად წარმოიდგენს, ქალიც და კაციც, და ძალიან სასაცილოები არიან. უფრო სასაცილო კი ისინი, ვისაც ამ მასხარების სჯერა.

 

კატეგორია, რომელიც მასთან ხალიჩად იქცევა და გარეთ ბოლო სიტყვებით ლანძღავს.

 

კატეგორია, რომელიც ხმას არ ამოიღებს და მის მხარდასაჭერად სიტყვას არ იტყვის.

 

უმადური კატეგორია, რომელიც მასთან შეხვედრამდე ნულს დაბლა იყო და ახლა თავი მაგარი ტიპი ჰგონია და ა.შ.

 

დღეს ვფიქრობდი, რა იქნებოდა, რომ არ ყოფილიყო ეს ადამიანი საქართველოში?

 

არ მილხინს, ბევრი რამ არ მომწონს, ვიცი, ადამიანებმა დააღალატეს, აი, ისეთებმა, ზემოთ რომ ჩამოვთვალე, მაგრამ მაინც მჯერა.

 

მჯერა, რომ შეძლებს, ისევე დაალგებს, როგორც ეს გააკეთა 2012 წელს, ჩვენი ადამიანების დახმარებით.

 

იმედი მაქვს, რომ ამ ტექსტს ერთი წლის მერე ღიმილით გადავავლებ თვალს და ვიტყვი - აი, ხომ ასეც მოხდა-თქო.

 

ვიყავი, ვარ და სანამ ეს ადამიანი პოლიტიკაშია, ვიქნები მის გვერდით და მისი თანამოაზრე - ყველას გაქვთ უფლება, თქვენი არჩევანი გქონდეთ - ეს კი ჩემია!“ - წერს არველაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner