logo_geo
eng_logo
ბაღდადში აფეთქებას 6 ადამიანი ემსხვერპლა
- +

4 ივნისი. 2016. 17:44



სააგენტო „Reuters"-ის ცნობით, ერაყის დედაქალაქ ბაღდადის ჩრდილოეთით მომხდარ აფეთქებას ექვსი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის 4 ჯარისკაცია.



თვითმკვლელმა ტერორისტმა შაჰიდის 6 ქამარი შეიარაღებული ძალების გამშვებ პუნქტთან ახლოს აამოქმედა. შემთხვევის შედეგად 15 ადამიანი მძიმედ დაშავდა.



ბაღდადში ტერაქტების სერია მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ერაყის სახელისუფლებო ძალებმა დედაქალაქის დასავლეთით მდებარე საკვანძო ქალაქ ფალუჯას ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოსგან" გასათავისუფლებლად ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია წამოიწყო.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner