20 აგვისტოს,10:30 საათზე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტოში კულტურული კუთვნილების დაცვისა და შენარჩუნების სფეროში სამომავლო თანამშრომლობის მექანიზმების ამოქმედების მიზნით, საქართველოსა და აშშ-ის მთავრობებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდება.
დოკუმენტს ხელს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი და აშშ-ის კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების კომისიის თავმჯდომარე პოლ პაკერი მოაწერენ.