logo_geo
eng_logo
საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე ორ პირს ბრალი წარედგინა
- +

20 აგვისტო. 2019. 10:46

 

 

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებისა და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლების  კოორდინირებული ღონისძიებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ორი ფაქტი გამოავლინდა, რაზეც  ორ პირს ბრალი წარედგინა.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, მათი მართვის ქვეშ მყოფი სატრანსპორტო საშუალებებით, საბაჟო-გამშვები პუნქტი  „სარფის“ გავლით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, საქართველოს ტერიტორიაზე  შემოიტანეს დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების მედიკამენტი, რომელთა ჯამური საბაჟო ღირებულება 37 000 ლარს აღემატებოდა.

 

დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner