logo_geo
eng_logo
სათაფლიაში იურული პარკი განახლდა
- +

20 აგვისტო. 2019. 13:05

 

სათაფლიასა და პრომეთეს მღვიმეში ინფრასტრუქტურა განახლდა.

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, პრომეთეს მღვიმეში უახლესი სტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე განათების სისტემის მონტაჟი მიმდინარეობს.

 

მათივე ინფორმაციით, სრულად განახლდა იურული პარკი სათაფლიაში და დამონტაჟდა დინოზავრების ახალი, თანამედროვე ინტერაქციული მულიაჟები. ტერიტორიაზე დაწყებული დამატებითი ტურისტული ბილიკების პროექტირება და იგეგმება მღვიმის განათების სისტემის შეცვლა. სათაფლიაში ასევე დაწყებულია სასტუმროს რეაბილიტაცია, რომელიც სულ მალე ვიზიტორებისთვის გაიხსნება.

 

იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიები კომპლექსური დაცული ტერიტორიაა. მისი საერთო ფართობი 504,6 ჰექტარს შეადგენს და ბუნების 19 ძეგლს მოიცავს. სათაფლიას და პრომეთეს მღვიმეს ყოველწლიურად, 270 000 ვიზიტორი სტუმრობს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner