logo_geo
eng_logo
სირიის სახელისუფლებო ძალებმა პროვინცია რაქას საზღვარი გადაკვეთეს
- +

4 ივნისი. 2016. 18:12



„BBC"-ის ცნობით, 2014 წლის შემდეგ პირველად სირიის სახელისუფლებო ძალებმა პროვინცია რაქას საზღვარი გადაკვეთეს. სირიის ჯარს რუსეთის საჰაერო ძალები ეხმარებიან.


ლონდონში მდებარე ადამიანის უფლებათა სირიის მონიტორინგის ცენტრის მტკიცებით, შეიარაღებული ძალები პროვინცია რაქას აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ტაბკას უახლოვდებიან, სადაც ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს" ბაზაა განთავსებული.



ეს 2014 წლის შემდეგ სირიის სახელისუფლებო ძალების მიერ დაეშის პოზიციებზე ყველაზე აგრესიული და მასშტაბური თავდასხმაა.



სირიის ჯარის პარალელურად დაეშის თვითგამოცხადებული დედაქალაქის მიმართულებით აშშ-ს კოალიცია, ქურთების შეიარაღებული ძალები და სირიის ოპოზიციური ძალა დაიძრა.



სირიისა და ერაყის ტერიტორიაზე თებერვლის შემდეგ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მოქმედებს, შეთანხმება ექსტრემისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსა" და ალ-ქაიდას ერთ-ერთ ფრთაზე, „ჯაფხატ ალ- ნუსრაზე" არ ვრცელდება.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner