logo_geo
eng_logo
საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული საქართველოს რვა მოქალაქე გაათავისუფლეს
- +

20 აგვისტო. 2019. 19:22

 

 

საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული საქართველოს რვა მოქალაქე გაათავისუფლეს. ამის შესახებ „საქართველოს პირველი არხის“ ჟურნალისტი ერგნეთიდან იუწყება, სადაც ცოტა ხანში გათავისუფლებულ პირებს გადმოიყვანენ.

 

რუსმა სამხედროებმა 17 აგვისტოს საქართველოს შვიდი მოქალაქე დააკავეს. დაკავებულები სოფელ ახალუბნის მცხოვრებლები არიან. არსებული ინფორმაციით, მოქალაქეები წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში იყვნენ წასული, რომელიც საოკუპაციო ხაზთან მდებარეობს.

 

ამასთან, რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან, ოკუპირებული სოფელ არცევის მიმდებარე ტერიტორიიდან საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, სოფელ დიდი მეჯვრისხევის მკვიდრი 18 აგვისტოსაც დააკავეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner