logo_geo
eng_logo
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო
- +

20 აგვისტო. 2019. 19:56

 

 

ხობის მუნიციპალიტეტის ქარიატის, ზემო ქვალონის და საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულებში დასრულებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ლუდუკ ხასიამ, ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ და მერის პირველმა მოადგილემ ვარაზ გაბედავამ დაათვალიერეს. ზემო ქვალონში 4.4 - კილომეტრიანი და საჯიჯაო-ახალი ხიბულის დამაკავშირებელი 4-კილომეტრიანი გზის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულდა (სამუშაოები ორ ეტაპად განხორციელდება). ხოლო, ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით შუა ხორგა-გამოღმა შუა ხორგა-ქარიატის დამაკავშირებელი 7-კილომეტრიანი გზის მშენებლობა მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურული პროექტების ჯამური სახელშეკრულებო ღირებულება 6487000 ლარს შეადგენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner