„დოიჩე ველეს" ცნობით, ბუნდესტაგის დეპუტატი ნორბერტ ლამერტი, შესაძლოა, გერმანიის პრეზიდენტობის კანდიდატი გახდეს. ლამერტს ქრისტიან-დემოკრატიული და ქრისტიან-სოციალური ბლოკები უჭერენ მხარს.
ნორბერტ ლამერტი იმ შემთხვევაში გახდება პრეზიდენტობის კანდიდატი, თუ ქვეყნის მოქმედი მეთაური იოაჰიმ გაუკი პრეზიდენტად მეორე ვადით არჩევაზე უარს იტყვის. უარის თქმის მიზეზი, შესაძლოა, ასაკი და გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდეს.
იოაჰიმ გაუკი 76 წლისაა, ის გერმანიის პრეზიდენტის პოსტს 2012 წლიდან იკავებს. მას ვადა მომავალ წელს ეწურება.