logo_geo
eng_logo
იოჰანეს ჰანი: შეშფოთებული ვარ რუსეთის მიერ საქართველოში მიმდინარე „ბორდერიზაციით“
- +

20 აგვისტო. 2019. 21:28

 

 

„შეშფოთებული ვარ რუსეთის მიერ საქართველოში ბოლო პერიოდში მიმდინარე „ბორდერიზაციით“, – წერს სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ევროკომისარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში იოჰანეს ჰანი.

 

მისი განცხადებით, საქართველო ევროკავშირის საკვანძო პარტნიორია და ევროკავშირი მხარს უჭერს ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

 

ევროკომისარი სოფელ გუგუტიანტკარში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებას აქვეყნებს.

 

განცხადების მიხედვით, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, გუგუტიანთკარის მახლობლად ღობეების აღმართვა შეწყდეს.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner