logo_geo
eng_logo
ქიბარ ხალვაში „კურიერის“ წამყვანების არხიდან წასვლაზე: რაც მოხდა სიურპრიზი არ იყო, მაგრამ მაინც არ არის სასიამოვნო
- +

20 აგვისტო. 2019. 22:14

 

 

„რუსთავი 2“-ის მფლობელი ქიბარ ხალვაში ტელეკომპანიაში მიმდინარე საკადრო ცვლილებებს სოციალური ქსელით ეხმიანება.

 

„რაც მოხდა სიურპრიზი არ იყო, მაგრამ მაინც არ არის სასიამოვნო. ყველაფერი კარგად იქნება“, - წერს ქიბარ ხალვაში „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.

 

როგორც ცნობილი გახდა, ტელეკომპანია დატოვეს არხის მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანებმა, დინა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა. მათ შესაბამისი განცხადება „კურიერის“ 9-საათიანი გამოშვების დაწყებისას გააკეთეს, რის შემდეგაც საინფორმაციო გამოშვება შეწყდა.

 

დღეს გამართულ ბრიფინგზე არხის გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ განაცხადა, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე და რამდენიმე თანამშრომელი გათავისუფლდნენ სამსახურიდან. მისივე თქმით, კიდევ რამდენიმე თანამშრომლის გათავისუფლება მათი შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ მოხდება. სალიას განცხადებით, გათავისუფლებულთა შორის იქნებიან გიორგი ლაფერაშვილი, გიორგი გაბუნია, ეკა კვესიტაძე, ნანუკა ჟორჟოლიანი და სხვა თანამშრომლები.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner