„ვულოცავ სრულიად საქართველოს ,,…სატანის…“ ერთი ბრჭყალისგან განთავისუფლებას…!!! იმედია შემდეგი იქნება ,,TV პირველი”..! და ამის შემდეგ, იმედია – TV ,,იმედი” გამოფხიზლდება..!“, - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში დეკანოზი ბასილ ახვლედიანი „რუსთავი 2“-დან წამყვანი სახეების გათავისუფლებას.
შეგახსენებთ, რომ დღეს „რუსთავი 2“-დან გაათავისუფლეს ნოდარ მელაძე, ნანუკა ჟორჟოლიანი, გიორგი გაბუნია, ეკა კვესიტაძე, გიორგი ლაფერაშვილი.
არხი დატოვეს „კურიერის“ წამყვანებმაც დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა.