23 და 25 აგვისტოს, ჯუზეპე ვერის ფესტივალის ფარგლებში, ოპერა „აიდა“ და „გალა“-ზე დასწრების მსურველთათვის, თბილისიდან ბათუმის მიმართულებით დამატებითი მატარებელი ინიშნება, რომელიც რეისებს ორივე მიმართულებით შეასრულებს და „Black Sea Arena“-ს ბაქანზე გაჩერდება.
მატარებელი შემდეგი განრიგით იმოძრავებს:
23-25/ 08/2019 თბილისი-Black Sea Arena- ბათუმი- Black Sea Arena- თბილისი #884/883 |
|||||
გასვლა- თბილისი |
ჩასვლა-Black Sea Arena |
ჩასვლა-ბათუმი |
გამოსვლა-ბათუმი |
გამოსვლა-Black Sea Arena |
ჩამოსვლა- თბილისი |
12:40 |
17:25 |
18:23 |
23:50 |
0:38 |
5:15 |
ამასთანავე, თბილისიდან და ბათუმიდან 23 და 25 აგვისტოს მატ№802/807, 805/806, 852/851, 808/801, 804 თბილისი-ბათუმს და 24 და 26 აგვისტოს მატ№811 ბათუმი-თბილისს გაჩერებები „Black Sea Arena“-ს ბაქანზეც ექნებათ.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია Georgian Railway Tickets-ის მობილური აპლიკაციით. მობილურ აპლიკაციას აქვს უნიკალური შესაძლებლობა, აირჩიოთ სასურველი ადგილები მატარებელში.
ბილეთები იყიდება ასევე ვებ-გვერდებზე Railway.ge;tkt.ge;Biletebi.ge;matarebeli.ge); სწრაფი გადახდის აპარატებსა და საბილეთო სალაროებში.
„საქართველოს რკინიგზა“ ბედნიერ და კომფორტულ მგზავრობას გისურვებთ!