logo_geo
eng_logo
პოლიციამ კახეთში საცხოვრებელი სახლის გაქურდვის ბრალდებით 1 პირი დააკავა
- +

21 აგვისტო. 2019. 12:20

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს

რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების

შედეგად, წარსულში ნასამართლევი, 1991 წელს დაბადებული გ. მ. ქურდობის

ბრალდებით დააკავეს.

 

გამოძიებამ დაადგინა, რომ გ.მ. საგარეჯოს რაიონის სოფელ მანავში ერთ-ერთი

მოქალაქის საცხოვრებელ სახლში შევიდა და საოჯახო ტექნიკა მოიპარა, რითაც

მოქალაქეს 1850 ლარის მატერიალური ზიანი მიადგა.

პოლიციამ ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე

მუხლის მე-3-ე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner