მედიცინა ის სფეროა, რომელიც ყოველდღიურად ვითარდება, ინერგება სიახლეები, იცვლება კვლევის მეთოდები და სტანდარტები.
ყველა ადამიანს ცხოვრებაში ერთხელ მაინც უწევს სამკურნალოდ სამედიცინო ცენტრის არჩევა, რაც სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულების შესახებ ინფორმაციის მოძიებასა და გადაწყვეტილების მიღებას ნიშნავს. ის კრიტერიუმები კი, რომლის გათვალისწინებითაც სამედიცინო ცენტრს ვირჩევთ ითვალისწინებს პროფესიონალ ექიმთა გუნდს, თანამედროვე აპარატურას, ხელმისაწვდომ ფასებს, მკურნალობის უახლეს სტანდარტებს, მოწესრიგებულ გარემოსა და პირობებს.
კონსტანტინე ერისთავის სახელობის ქირურგიის ეროვნული ცენტრი სრულიად აკმაყოფილებს ყველა იმ მოთხოვნას, რაც პაციენტს სამედიცინო ცენტრის მიმართ უჩნდება. თანამედროვე სტანდარტებითა და უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი მულტიპროფილური კლინიკა პაციენტებს სხვადასხვა მიმართულებით ემსახურება - ქირურგია, ინსულტის ცენტრი, ნეფროლოგია და ჰემოდიალიზი, ჰემატოლოგია, სისხლის ლაბორატორია, ჰემოფილიის ცენტრი, ჰემოსტაზის ლაბორატორია, გინეკოლოგია, რადიოთერაპია და სხვა. კლინიკაში არსებული სერვისების ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია.
ქირურგიის ეროვნული ცენტრი სპეციალიზირებულია ყველა სახის ქირურგიულ ოპერაციაზე. პაციენტებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს, 24 საათის განმავლობაში, მიიღონ უმაღლესი ხარისხის სამედიცინო მომსახურება. კლინიკაში წარმატებით ტარდება ყველა ტიპის და სირთულის ოპერაცია როგორც ღია წესით, ისე ლაპაროსკოპიული და ენდოსკოპიური მეთოდით.
კლინიკაში დანერგილია ქირურგიის შემდეგი მიმართულებები:
აღსანიშნავია, რომ ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ონკოლოგია ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. კლინიკაში პაციენტები სარგებლობენ თანამედროვე ონკოლოგიაში აღიარებული მკურნალობის ყველა მეთოდით, კერძოდ, რადიოთერაპიით, ქირურგიით, ქიმიოთერაპიით (ან კომბინირებული მეთოდებით).
ოქროს სტანდარტი ონკოლოგიაში - PET/CTტომოგრაფია (პეტ კტ) ქირურგიის ეროვნულ ცენტრში
ქირურგიის ეროვნულ ცენტრში წარმატებითაა დანერგილი კვლევა, რომელიც ონკოლოგიაში ოქროს სტანდარტადაა აღიარებული - ეს არის PET/CT (პეტ კტ).
პოზიტრონ-ემისიური ტომოგრაფია ბირთვული მედიცინის კვლევის მეთოდია. აღნიშნული მეთოდი შეუცვლელია სიმსივნის დიაგნოსტირებაში. მისი მეშვეობით შესაძლებელია ზუსტად განისაზღვროს დაზიანებული კერა და დაიგეგმოს მკურნალობის ტაქტიკა.
პოზიტრონ-ემისიური ტომოგრაფია გულისხმობს ორი კვლევის - პოზიტრონ-ემისიური ტომოგრაფიის და კომპიუტერული ტომოგრაფიის ერთდოულად ჩატარებას, რაც საშუალებას გვაძლევს ორი უმნიშვნელოვანესი კვლევის მონაცემი შევაჯამოთ.
PET/CT ტომოგრაფიით (პეტ კტ) შესაძლებელია ორგანიზმში მიმდინარე უმცირესი ზომის სიმსივნის აღმოჩენა. ამ მეთოდით მიიღება ყველაზე ზუსტი ანატომიური და ფუნქციური გამოსახულება, სადაც ჩანს ყველა არსებული დაზიანებული კერა. სწორედ ამიტომ ითვლება PET/CT ოქროს სტანდარტად ონკოლოგიაში.
პეტ კატეთი შესაძლებელია:
რა უპირატესობა აქვს PET/CTტომოგრაფიას?
PET/CTტომოგრაფიის (პეტ კტ) დროს შესაძლებელია მიღებულ სურათში დავინახოთ ორგანიზმში მიმდინარე მეტაბოლური ცვლილებები, რაც როგორც წესი, ყოველთვის წინ უსწრებს მორფოლოგიურ პროცესებს. ეს კი ნიშნავს სიმსივნური კერის ადრეულ ეტაპზე აღმოჩენას, ადრეული დიაგნოსტირება კი საშუალებას გვაძლევს დაუყოვნებლივ ჩავერთოთ, ზუსტი მკურნალობის ტაქტიკა შევიმუშაოთ და მიზანმიმართული მკურნალობა დავნიშნოთ.
კვლევის ჩასატარებლად პაციენტი ინტრავენურად იღებს იზოტოპს, ერთი საათის შემდეგ კი კეთდება ტომოგრაფია, რაც საშუალოდ 20 წუთი გრძელდება.
ქირურგიის ეროვნული ცენტრი უახლესი თაობის მაღალტექნოლოგიური აპარატურით და პროფესიონალ ექიმთა გუნდით მზად არის თქვენი ჯანმრთელობის დასაცავად 24 საათის განმავლობაში.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ კლინიკის ვებ გვერდს - https://kirurgia.ge/