სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ს ლოცვა-კურთხევით, „არგენტინის სახლისა და გაერთიანებული ერების ხელოვნების საერთაშორისო საბჭოს“ პრეზიდენტის, ნიკოლოზ პატარქლიშვილის პროექტზე, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოსა და სამხრეთ ამერიკის არგენტინა, ბრაზილია ურუგვაისა და პარაგვაის ქვეყნებს შორის კულტურული, სპორტული ტურისტული და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ჩამოყალიბებას, ა.წ. 19 აგვისტოს, ბრაზილიის ფოლკლორისა და ტურიზმის საერთაშორისო ფესტივალის გენერალურმა კოორდინატორმა, კლაუდიო სამპაიომ წერილი გამოუგზავნა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარეს ბ-ნ ბიძინა ივანიშვილს, რომელიც მიმართავს, დახმარება აღმოუჩინოს საქართველოს დელეგაციას მგზავრობის ხარჯებთან დაკავაშირებით, რომელშიც შედიან:აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „აფხაზეთი“, საქართველოს ტურიზმის, ჩაის, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანიების წარმომადგენლები, რომ მონაწილეობა მიიღონ აღნიშნულ ფესტივალში ამა წლის 21-დან 30 სექტემბრამდე, რომელიც ტარდება სან ხოსე დე რიბა მარსასა და სან ლუისში.
აგრეთვე, კლაუდიო სამპაიო წერილის ასლს უგზავნის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს.
წერილები რეგისტრაციაში გატარდა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისსა და საქართველოს საპატრიარქოში ამა წლის 20 აგვისტოს, რომელზეც ა.წ. 20 აგვისტოს პრესკონფერენცია გაიმართა სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიას“ საკონფერენციო დარბაზში.