1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9354 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9354 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9275 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0079 შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2583 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2445 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0138 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.