ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით, ქვეყანაში მიმდინარე შიდაპოლიტიკურ მოვლენებს, საქართველოსთვის ვიზა-ლიბერალიზაციის მინიჭებასთან კავშირი არ აქვს.
„ჯერ გადაწყვეტილება არ არის მიღებული, მიმდინარეობს მუშაობა. უახლოეს მომავალში იქნება ცნობილი გადაწყვეტილება. საუბარია იმაზე, რომ ახლა არ იყოს თანხმობა და სექტემბერში გადაიწიოს. რაც შეეხება შიდაპოლიტიკურ მოვლენებს, არანაირი კავშირი არ აქვს მას ვიზა-ლიბერალიზაციასთან. იქ არის ევროპული ქვეყნების პრობლემები, რაც მიგრაციასთან დაკავშირებით არსებობს. საქართველომ ყველა რეფორმა განახორციელა იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, ვიზების გარეშე იმოძრაონ ევროპულ ქვეყნებში",- განაცხადა კახა კალაძემ.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გიგი გიგიაძის განცხადებით, საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შემოდაღების თაობაზე „10 ივნისს შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრების პოზიციის შეჯერება უნდა მოხდეს, რაც ევროკავშირის საბჭოს პოზიციის ჩამოყალიბებას ნიშნავს".