logo_geo
eng_logo
გორში, წმინდა წყლის დასახლებაში პოლიციამ მამაკაცი დააკავა
- +

22 აგვისტო. 2019. 00:58

 

 

გორში, წმინდა წყლის დასახლებაში სამართალდამცველებმა მამაკაცი დააკავეს.

 

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი სავარაუდოდ, ოჯახში ძალადობისა და მუქარის ბრალდებით არის დაკავებული.

 

გავრცელებული ცნობით, სამართალდამცველებს წმინდა წყლის დასახლების მცხოვრებლები მას შემდეგ დაუკავშირდნენ, რაც მეზობლის სახლიდან ხმაური გაიგეს.

საქართველოს პირველ არხს შსს-ში ერთი პირის დაკავების ფაქტი დაუდასტურეს, თუმცა უწყებაში აცხადებენ, რომ საქმის დეტალები ზუსტდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner