logo_geo
eng_logo
მუჰამედ ალი ერთადერთი ადამიანია, რომლის ვარსკვლავი „დიდების ხეივანში“ კედელზეა
- +

4 ივნისი. 2016. 20:21



2002 წელს კრივის ლეგენდას მუჰამედ ალის ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს, თუმცა მისი ვარსკვლავი სხვა დანარჩენებისგან განსხვავდება.

მუჰამედ ალის ვარსკვლავი კედელზეა, დიდების ხეივანში „კოდაკ თეატრის" გასართობი კომპლექსის კედელზე.


მიზეზი, თავად ლეგენდის სურვილი იყო. მაშინ, 59 წლის მოკრივემ განაცხადა, რომ მას არ სურდა, მის ვარსკვლავზე გაევლო ისეთ ადამიანს, რომელიც პატივს არ სცემდა.


მე ვატარებ ჩვენი საყვარელი წინასწრმეტყველის სახელს (მუჰამედი) და შეუძლებელია, ხალხს უბრალოდ მისი გათელვის უფლება მივცე", - განაცხადა ალიმ.


მისი განცხადების შემდეგ, კომიტეტმა იმსჯელა და გადაწყვიტა, რომ კრივი, როგორც ცოცხალი შესრულება, გასართობი ინდუსტრიის ნაწილია, ამიტომაც დაიკავა ალის ვარსკლავმა ადგილი თეატრის კედელზე.




ალი ერთადერთი ვარსკვლავია, რომლის სახელი არა იატაკზე, არამედ კედელზეა.


 

ჰოლივუდის დიდების ხეივანი, ლოს-ანჯელესში, კალიფორნიაში მდებარეობს, რომელიც მოიცავს 2 5000-ზე მეტი ხუთქიმიანი ვარსკვლავს, რომლებზედაც ამოტვიფრულია არა მხოლოდ სახელგანთქმულ ადამიანთა სახელები, არამედ შეთხზული გმირებისაც, რომლებიც გასართობ ინდუსტრიაში თავიანთი წვლილის გამო აღიარებულნი არიან ჰოლივუდის კომერციული პალატის მიერ.




ლეგენდარული ამერიკელი მოკრივე მუჰამედ ალი 74 წლის ასაკში ამერიკის შეერთებულ შტატებში გარდაიცვალა. აღნიშნულ ინფორმაციას ამერიკული მედია სპორტსმენის ახლობლებზე დაყრდნობით ავრცელებს.




მუჰამედ ალი ხუთშაბათს საავადმყოფოში მწვავე რესპირატორული დაავადებით გადაიყვანეს, სადაც მან სიცოცხლის ბოლო დღეები გაატარა.



ამერიკელ მოკრივეს 1984 წელს, აქტიური სპორტის მიტოვებიდან 4 წლის შემდეგ, პარკინსონის დაავადება აღმოუჩინეს.


 

მუჰამედ ალი მსოფლიოში პირველი მოკრივეა, რომელმაც მძიმე წონით კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონის წოდება სამჯერ მოიპოვა. აღნიშნული ტიტული მან პირველად 1964 წელს მიიღო, ამის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონის სტატუსი 1974-სა და 1978 წელს განიმტკიცა.


 

 



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner