logo_geo
eng_logo
დიდი ბრიტანეთი და გერმანია რუსეთის დიდ შვიდიანში დაბრუნების წინააღმდეგ გამოდიან
- +

22 აგვისტო. 2019. 02:28

 

 

დიდი ბრიტანეთი და გერმანია რუსეთის დიდ შვიდიანში დაბრუნების წინააღმდეგ გამოდიან. როგორც გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა და გერმანიის კანცლერმა დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადეს, უკრაინაში შექმნილი სიტუაცია და სოლსბერიში მომხდარი ინციდენტი, რუსეთის დიდ შვიდიანში დაბრუნებას შეუძლებელს ხდის.

 

ანგელა მერკელის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებების პროცესმა, მაგალითისთვის მინსკის შეთანხმების შესრულებაზე, ნაწილობრივ წინ წაიწია, თუმცა ის მიზეზები რის გამოც რუსეთი დიდი რვიანიდან გარიცხეს, უცვლელი რჩება.

მერკელის ამ განცხადებას დაეთანხმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონიც.

 

შესაბამისად, გერმანიის და დიდი ბრიტანეთის ლიდერებმა უარყვეს აშშ-ის პრეზიდენტის ინიციატივა, რომელიც რუსეთის დიდ შვიდიანში დაბრუნებას ითვალისწინებდა.

 

ეს წინადადება დონალდ ტრამპმა 24-26 აგვისტოს საფრანგეთში დაგეგმილი დიდი შვიდიანის წევრი ქვეყნების პირველი პირების სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე გააკეთა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner