ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
„ფარისევლობის, უგვანობის, სიცრუისა და გულისამრევი პოზიორობის ჯოჯუა მოვიდა „რუსთავი 2“-ზე მაშინ, როდესაც „კურიერის“ თითქმის მთელმა ძველმა შემადგენლობამ პროტესტის ნიშნად დატოვა არხი! სწორედ 2006 წელს, როდესაც ქიბარ ხალვაშს პირდაპირ წაართვეს ტელევიზია და ბიზნესი დაუწვეს! ამას მოჰყვა ტელევიზიიდან ნიკა ტაბატაძის გაშვება და ახალ გენერალურ დირექტორად „ნაცების“ პირდაპირი წარმომადგენლის გიორგი არველაძის „ხელისბიჭის“ – კობა დავარაშვილის დანიშვნა…
ეს გააპროტესტეს ნანა ლეჟავამ, ნათია ლაზაშვილმა, ნანა ინწკირველმა და სხვა წამყვანებმა!
ასევე, არხი დატოვა „კურიერის“ მთავარმა პროდიუსერმა და „მატორმა“ თამარ რუხაძემ, ბევრმა ჟურნალისტმა… მაგ პერიოდში „იმედში“ მუშაობდა დიკო ჯოჯუა და სწორედ იქ რაღაც საქმეზე მისულს შემხვდა (დიკოს ჯერ კიდევ „იბერვიზიიდან“ ვიცნობ, 1994 წლიდან, 18 წლისები რომ ვიყავით, იმ პერიოდიდან, აი, თქვენ სანამ „პირველი არხის“ „ვესტნიკში“ ნახავდით, მანადმეც ვიცნობდი ანუ…)... ჰოდა, „იმედის“ ბუფეტში ცოტა ისეთი საუბარი კი გამიბა – „რა ხდება თქვენთანო?“ – მე ვუთხარი, წავიდა ნახევარი ტელევიზია-თქო!
„ვაიმე, ძალიან კარგი, თუ წავიდნენო“, – ასე მიპასუხა… მე მაშინ „რუსთავი2“-ზე ვმუშაობდი. ჰოდა, ორიოდე დღეში კიდეც გამოიჯგიმა „კურიერში“ (აქვე ვთქვათ ისიც, პატარკაციშვილი დიკოსნაირებს რომ ამუშავებდა „იმედში“ და არ ფილტრავდა, იმიტომაც დადგა საბოლოოდ ის შედეგი, რაც დადგა მაშინ!)! დიკოს არავითარი უხერხულობა არ შექმნია იმის გამო, რომ მისი კოლეგები აცხადებდნენ – „რუსთავი 2“ უკვე აღარ არის თავისუფალი ტელევიზია და სააკაშვილი პირდაპირ გვაკონტროლებსო!“ – ეკა ხოფერია, გახსოვთ, პირდაპირ ეთერშივე გადადგა გირგვლიანის საქმის გამო! დიკოს არანაირი დისკომფორტი არ ჰქონია, როცა „იმედზე“ მისი ყოფილი თანამშრომლები დაარბიეს… ეს რაც შეეხება მის ზნეობას… ახლა ტყუილები: „ახალი ამბების სტუდია რუსული ბომბდამშენების სამიზნე“ როდის იყო – ნამდვილად ვერ გეტყვით! ეს საიდან მობოდეს ამ „გმირებმა“, წარმოდგენა არ მაქვს! თავისი „დევნილობით“ რომ სპეკულანტობენ, ეგეთ ადამიანებზე პირდაპირ გული მერევა ხოლმე! ის კი წამოსცდა, პრინციპში, მართალი – „ბოლო 7 წელი რომ ვიყავით, ასეთი თავისუფლები არასოდეს ვყოფილვართო“ – მაგდენი ტვინიც არ აქვს, რომ მიხვდეს, რა თქვა ამით…
ის ხომ საერთოდ ამაზრზენია, თურმე ბიძინას ტელევიზიაში ვერ იქნები თავისუფალი და მიშას ტელევიზიაში ძალიან თავისუფალი იყო ვინმე! მაგრამ „ნაცების“ ჩინოვნიკი რომ გყავს ქმარი, რას იზამ? აი, ამათნაირი უტიფარი, უშუბლისძარღვო მონების მიერ „გადარჩენილი“ ქვეყანა რა ვთქვი მე! 2006-ში დავიწყე მუშაობაო და 2012-მდე, ანუ მთელი 6 წელი, ვანო მერაბიშვილი რომ აძლევდა „ვიორსტკას“ ყველა ტელეარხს, მაშინ არ უგრძნია თურმე „შეზღუდვები“, აბა, კაცო, აბა! მართლაც სინდისნამუსგარეცხილობის კლასიკური ნიმუშია… „სენტიმენტალური“ მასხარაობა!“ – წერს ბაკურ სვანიძე.