logo_geo
eng_logo
პოლიციამ 3 თვეში სექსუალური შევიწროების 11 ფაქტი გამოავლინა
- +

22 აგვისტო. 2019. 12:43

 

 

2019 წლის 10 მაისიდან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა

კოდექსში შევიდა ცვლილება, რომლითაც სექსუალური შევიწროებისათვის

ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაწესდა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, კანონის ამოქმედებიდან დღემდე, მთელი ქვეყნის

მასშტაბით აღნიშნული სამართალდარღვევის 11 ფაქტი გამოავლინა.

 

აღსანიშნავია, რომ კანონის ეფექტიანი აღსრულების მიზნით, შინაგან საქმეთა

სამინისტრო აქტიურად აგრძელებს მუშაობას პოლიციელთა შესაძლებლობების

გაზრდაზე მათთვის ტრენინგების ჩატარებისა და შესაბამისი ინსტრუქციების

მომზადების გზით.

 

სექსუალური შევიწროება არის საზოგადოებრივ ადგილებში პირის მიმართ

განხორციელებული არასასურველი სექსუალური ხასიათის ქცევა, რომელიც მიზნად

ისახავს ან იწვევს მისი ღირსების შელახვას და პირს უქმნის დამაშინებელ,

მტრულ, დამამცირებელ, ღირსების შემლახველ ან შეურაცხმყოფელ გარემოს.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, იმ შემთხვევაში, თუ

თქვენს მიმართ ადგილი ექნება სექსუალურ შევიწროებას, დაუყოვნებლივ მიმართეთ

პოლიციას.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner