logo_geo
eng_logo
ფესტივალი „აღდგომიდან ამაღლებამდე“ გრძელდება
- +

4 ივნისი. 2016. 20:52



5 ივნისს, 20:00 საათზე, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში, საერთაშორისო ფესტივალის „აღდგომიდან ამაღლებამდე" ფარგლებში, მსოფლიოში ცნობილი ქართველი პიანისტი ალექსანდრე კორსანტია კონცერტს საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად გამართავს - დირიჟორი ნიკოლოზ რაჭველი. კონცერტში ასევე მონაწილეობს სამების ტაძრის საპატრიარქო გუნდი, სვიმონ ჯანგულაშვილის ხელმძღვანელობით.


წელს, ფესტივალი „აღდგომიდან ამაღლებამდე" პროექტის - „Check In Georgia" ფარგლებში იმართება. ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელია ალექსანდრე კორსანტია.


კონცერტზე შესრულდება სერგეი პროკოფიევის კონცერტი ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის N3, ალექსი მაჭავარიანის სიუიტა ბალეტიდან „ოტელო", სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს და ქართველ კომპოზიტორთა საგუნდო ნაწარმოებები.


პროექტის მხარდამჭერი: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო;

წარმდგენები: საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი და აკაკი რამიშვილის ფონდი „ტრადიცია და ინოვაცია";

პარტნიორი: ხელოვანთა კავშირი  „Conceptart".


 

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner