logo_geo
eng_logo
რომან გოცირიძე სტრასბურგის სასამართლოზე: ყველა უნდა იცნობდეს ამ სამარცხვინო მოსამართლეებს
- +

22 აგვისტო. 2019. 15:41

 

 

„ყველა უნდა იცნობდეს ამ სამარცხვინო მოსამართლეებს“, - საპარლამენტო უმცირესობის წევრი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში სტრასბურგის სასამართლოზე საუბრობს.

 

„ვაიმე, ევროპისადმი ნიჰილისტურ განწყობებს არ შევუწყოთ ხელი, ნუ ვაკრიტიკებთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს! გსმენიათ ხომ? ჰოდა, თუ გსმენიათ, ეს არის დიდი სისულელე. ის პალატა და ხუთი მოსამართლე, რომელმაც „რუსთავთან“ დაკავშირებით ეს გადაწყვეტილება მიიღო, რამაც რვაასკაციანი ბიზნესისა და ქვეყნის დემოკრატიის ერთ-ერთი ფორპოსტის ჩამოშლა გამოიწვია, უნდა გრძნობდეს თავის პასუხისმგებლობას.

 

ყველა უნდა იცნობდეს ამ სამარცხვინო მოსამართლეებს. European Court Of Human Rights (ECHR)“, - წერს გოცირიძე სოციალურ ქსელში.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner