logo_geo
eng_logo
„Check in Georgia“-ს ფარგლებში გიორგი ერისთავის სახელობის კომედიის ფესტივალი გაიმართება
- +

4 ივნისი. 2016. 20:53



პროექტის „Check in Georgia"-ს ფარგლებში, 5 ივნისს, 20:00 საათზე, ქალაქ გორში, გიორგი ერისთავის სახელობის თეატრში, კომედიის ფესტივალი მარჯანიშვილის თეატრის სპექტაკლით - „შეცდომათა კომედია" გაიხსნება.


ფესტივალი, სლოგანით „დავაბრუნოთ ღიმილი ნაომარ ქალაქში", 23 ივნისს დათო ევგენიძის საქველმოქმედო კონცერტით დაიხურება.


წელს ფესტივალში, ქართული პროფესიული თეატრის 20 დასთან ერთად, მონაწილეობას პოლონეთის, უკრაინისა და ბულგარეთის თეატრალური დასები მიიღებენ.  ფესტივალის ფარგლებში,  მაყურებელს საშუალება ეძლევა ნახოს და გაეცნოს მოცემულ ჟანრში (კომედია, ტრაგიკომედია, ბუფონადა) 23 თეატრალური დასის წარმოადგენას. ფესტივალს დააკვირდება პროფესიული ჟიურის 5 ჯგუფი სამ კაციანი შემადგენლობით.


გიორგი ერისთავის სახელობის კომედიის ფესტივალი ფონდ REG ART-ის პირველი მასშტაბური პროექტია, რომელიც მე-3 წელია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ერისთავის თეატრში ხორციელდება.



ფესტივალის სრული პროგრამა იხილეთ:

https://www.facebook.com/comedyfestregart/?fref=ts,




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner