ფეისბუქ-მომხმარებელი ავთანდილ კემულარია სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილს მიმართავს.
„ზაზა ბიბილაშვილი რომ აღარ ჩანს შენს გვერდით, არც ანდრო ბარნოვი, არც ნათია მეგრელიშვილს, ზურაბ გურულს და მუხრან ბურჭულაძეს არ იწვევ, ამ დროს კი მოხტუნავე ელემენტებს ენდობი (ნ.ობოლაძე, ლ.ხაბეიშვილი, თ.ჩარკვიანი, გ.სიგუა...), იქ რომელ სანდოობაზეა საუბარი, ბატონო მიხეილ სააკაშვილო?
აგერ ნიკა გვარამიაც ენმ-ს აგინებს და ღლიცინებს მასზე, თქვენს ასევე ახალ და მოხტუნავე მოკავშირე დავიდ ზურაბიშვილთან ერთად, როცა თვითონ იყო მთავარი ნაცი, მაგრამ ვერც განათლებას მიხედა, ვერც პროკურატურას...“ - წერს ავთანდილ კემულარია „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.