logo_geo
eng_logo
სოფო კილაძე, შოთა ხაბარელი და სიმონ ნოზაძე ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობას შეხვდნენ
- +

22 აგვისტო. 2019. 18:51

 

 

პარლამენტის წევრები სოფო კილაძე,  შოთა ხაბარელი და სიმონ ნოზაძე ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების - ოსიაურის, სატივესა და ახალსოფლის მოსახლეობას  შეხვდნენ.

 

შეხვედრას ესწრებოდნენ შიდა ქართლის რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გელა ხანიშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

 

ადგილობრივ მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებზე საუბარი შეეხო, სახელმწიფო და მუნიციპალურ პროგრამებს, განსაკუთრებული ყურადღება ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვის, განათლების, სოციალური დაცვისა და სოფლის მეურნეობის პროექტებზე გამახვილდა.

 

ხელისუფლების წარმომადგენლებმა იმ პროექტებზე ისაუბრეს, რაც ხაშურის მუნიციპალიტეტში და კერძოდ სატივეში, ოსიაურსა და ახალსოფელში იგეგმება.  ასევე, ყურადღება გამახვილდა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ეფექტურობასა და მოქალაქეების მხრიდან ჩართულობის მნიშვნელობაზე.

 

ადგილობრივებმა შეხვედრაზე იმ საჭიროებების შესახებ ისაუბრეს, რაც მათთვის პრიორიტეტულია. ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, მსგავსი სახის შეხვედრები ამარტივებს მომავალი წლების დაგეგმვის პროცესს, რადგან უშუალოდ, მოსახლეობის მხრიდან იღებენ ზუსტ ინფორმაციას კონკრეტული სოფლების საჭიროებების შესახებ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner