logo_geo
eng_logo
გორში, სოფელ საყავრეს მიმდებარედ ხანძრის ქრობის სამუშაოებში ორი ვერტმფრენი და 170 მეხანძრე-მაშველი ჩაერთო
- +

22 აგვისტო. 2019. 19:52

 

 

შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ საყავრესთან ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად მობილიზებულია სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი,  10 სახანძრო და სამი სამაშველო მანქანა, 9 დამხმარე ტექნიკა, 170 მეხანძრე-მაშველი.

 

ადგილზე ეწყობა საველე შტაბი, საიდანაც მოხდება ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოების კოორდინაცია. ოპერაციაში ჩართულია, როგორც შიდა ქართლის ყველა მუნიციპალიტეტის, ასევე სამცხე-ჯავახეთის და თბილისის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.

 

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით ხანძარი გავრცელებულია 40 ჰექტარ ფართობზე. ცეცხლი უკიდია ქვედა საფარს და შერეულ ტყეს. ადგილზე მობილიზებული სახანძრო-სამაშველო  ჯგუფები უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას.

 

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ გორის მუნიციპალიტეტში სოფელ საყავრეს მიმდებარედ შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება.

 

შემთხვევის ადგილზე  გავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები.

 

პირველადი ინფორმაციით ცეცხლი გავრცელებული იყო ტყის ქვედა საფარზე და ეკალ-ბარდზე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner