logo_geo
eng_logo
ანაკლიაში ელექტრონული მუსიკის ფესტივალის დასრულებამდე პირველადი სამედიცინო დახმარების ბრიგადები იმუშავებენ
- +

22 აგვისტო. 2019. 23:12

 

 

ანაკლიაში ელექტრონული მუსიკის ფესტივალის დასრულებამდე პირველადი სამედიცინო დახმარების ორი პუნქტი, სასწრაფო დახმარების ოთხი ეკიპაჟი და შესაბამისი აღჭურვილობის ერთი რეანიმობილი განთავსდა.

 

ადგილზე საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ავთანდილ თალაკვაძე იმყოფებოდა.

 

მედპერსონალი ფესტივალის სტუმრებს, საჭიროების შემთხვევაში პირველად სამედიცინო დახმარებას ადგილზე აღმოუჩენს, ჰოსპიტალიზაციას კი იქვე განთავსებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი უზრუნველყოფს.

პირველადი სამედიცინო დახმარების ბრიგადები ანაკლიის ფესტივალზე მეოთხე წელია იმყოფებიან. ასევე მოხალისეთა 14-კაციანი ჯგუფები 24-საათიან რეჟიმში ფესტივალის ტერიტორიაზე ტურისტებისთვის პირველადი დახმარების გასაწევად მუდმივ მზადყოფნაში არიან.

 

ელექტრონული მუსიკის ფესტივალი 22-დან 25 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება და ანაკლიის სანაპიროზე, მსმენელის წინაშე 150-ზე მეტი არტისტი წარსდგება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner