logo_geo
eng_logo
ზვიად კვაჭანტირაძე: რამდენად სრულყოფილი იყო კორცხელის ინციდენტის გამოძიება?
- +

4 ივნისი. 2016. 21:33


 

„იმ დღეს არჩევნები 5 სხვადასხვა რეგიონში ჩატარდა დაქართული ოცნება" დანაციონალური მოძრაობა" ყველგან იყო წარმოდგენილი, მაგრამ არეულობა სხვაგან არსად მომხდარა," - განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა, ზვიად კვაჭანტირაძემ გადაცემა 2030-ში.


"ეს ინციდენტი მოხდა მხოლოდ იქ, სადაც პროცესშინაციონალური მოძრაობის" ოდიოზური პირები იყვნენ ჩართული. სადაც ისინი არიან, მსგავს მომენტებში ყოველთვის არის ჩხუბი, დავიდარაბა და არეულობა. საქმის მასალებს არ ვიცნობ, მაგრამ ბუნებრივად დამებადა შეკითხვა, რატომ მოხდა ისე, რომ დამნაშავეები მხოლოდქართული ოცნების" მომხრეებს შორის აღმოჩდნენ მაშინ, როცა მთელმა მსოფლიომ დაინახა, რომ ამ ინციდენტში სხვა ადამიანებიც მონაწილეობდნენ და მოპირისპირე მხრიდან არცერთი პირი სამართალდარღვევაში შემჩნეული არ იქნა?!", - განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.


როგორც მან აღნიშნა, აქვს კითხვა, რამდენად სრულყოფილი იყო კორცხელის ინციდენტის გამოძიება.

 

"ინციდენტი მაშინვე დავგმე, მსგავსი რამ  დაუშვებელია, რადგან მომხდარი ერთმნიშვნელოვნად მართლსაწინააღმდეგო ქმედება იყო. დარწმუნებული ვარ, სამართალდამცველმა ორგანოებმა ფაქტი სწორად შეაფასეს, მაგრამ მაქვს კითხვა, რამდენად სრულყოფილი იყო კორცხელის ინციდენტის გამოძიება?! იმედია, ჩემს კითხვას პასუხს ვიღაც მაინც გასცემს", - განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა.


მან ასევე აღნიშნა, რომ უნდა დაიკითხოს ყველა პირი, ვინც კადრებში იყო.


"არ მჯერა, რომ კორცხელის ინციდენტი შეგნებულად დაგეგმილი და ხელოვნურად ინსპირირებული არ იყო. თუ ჩვენ გვინდა, ჩასაფრებულ პოლიტიკურ ორგანიზაციებს თუ არასამთავრობოებს ვასიამოვნოთ, ვიღაცის გემოვნებას ვუპასუხოთ და გვეშინია, რომ ამის გამო ვიღაც ძალიან გაგვკიცხავს, არ ვიცი, მაგრამ ყველა იმ პირის დაკითხვას მოვითხოვდი, ვინც კადრებში იყო", - განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.


 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner