logo_geo
eng_logo
ზაზა გაბუნია თემქაზე, სამაჟორიტარო ოლქში მოქალაქეებს შეხვდა
- +

23 აგვისტო. 2019. 11:59

 

 

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, თემქისა და სანზონის მაჟორიტარი ზაზა გაბუნია, თემქაზე, სამაჟორიტარო ოლქში მოსახლეობას შეხვდა.

 

მოქალაქეები მაჟორიტარს თემქის მე-X ბ კვარტალში მდებარე, გამწვანებული ტერიტორიის მოწყობას და ეკლესიის აშენების საკითხში შუამდგომლობას სთხოვდნენ.

 

„ძველი ნარგავებით მდიდარი ამ ადგილის საკითხიც საბოლოოდ გადავწყვიტეთ - ის საზოგადოებრივი ფუნქციით შენარჩუნდება, მოეწყობა, განვითარდება და დამატებითი კეთილმოწყობილი სარეკრეაციო სივრცე გაუჩნდება მოსახლეობას“,- განაცხადა შეხვედრის შემდეგ ზაზა გაბუნიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner