logo_geo
eng_logo
ჩუღურეთის რაიონში სულიაშვილის N8-ში სახლის გამაგრების სამუშაოები დასრულდა
- +

23 აგვისტო. 2019. 14:01

 

 

ჩუღურეთის რაიონში, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, სულიაშვილის N8-ში მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრების სამუშაოები დასრულდა.

 

პროექტის ფარგლებში, მონოლითური რკინაბეტონით სახლის საძირკველი და კედლები კაპიტალურად გამაგრდა.

 

დასრულებული სამუშაოები ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ, საკრებულოში მაჟორიტარ დეპუტატ რიმა ბერაძესთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

 

სამუშაოები, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორმა კომპანიამ შეასრულა, გამგეობის ბიუჯეტიდან აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად 171 000 ლარი დაიხარჯა.

 

მიმდინარე წელს, ჩუღურეთის რაიონში თბილისური ტიპის 11 საცხოვრებელი სახლი კაპიტალურად გამაგრდა, ხოლო 10 მისამართზე გამაგრების სამუშაოები ამ დროისთვის მიმდინარეობს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner