logo_geo
eng_logo
სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია ევროკავშირის ელჩს შეხვდა
- +

23 აგვისტო. 2019. 17:17

 

 

სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს და ევროკავშირის წარმომადგენელს ივონ გოგოლს შეხვდა.

 

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილე გიორგი გამეზარდაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ნიკო თათულაშვილი.

 

სახელმწიფო ინსპექტორმა ევროკავშირის ელჩს პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და საგამოძიებო მიმართულებით არსებული გამოწვევებისა და სამომავლო გეგმების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

 

სახელმწიფო ინსპექტორმა შეხვედრაზე ისაუბრა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონზე, რომელიც პარლამენტშია წარდგენილი. მან იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული კანონის მიღება შემოდგომაზე მოხდება, რის შემდეგაც საჭირო იქნება კანონის იმპლემენტაციის მიზნით საინფორმაციო კამპანიისა და სხვადასხვა ღონისძიებების დაგეგმვა.

 

შეხვედრაზე ლონდა თოლორაიამ ხაზი გაუსვა არასრულწლოვანთა მონაცემების დაცვის საკითხს და აღნიშნა, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით, 2019 წელს, პრიორიტეტი არასრულწლოვანთა მონაცემების დაცვა იქნება.

 

ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა აღნიშნა, რომ საგამოძიებო მიმართულების ამოქმედების მიზნით სახელმწიფო ინსპექტორის მიერ სწორი ნაბიჯებია გადადგმული და ხაზი გაუსვა ამ დრომდე მიღწეულ პროგრესს.

 

ევროკავშირის ელჩმა სახელმწიფო ინსპექტორს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა და რეფორმირების პროცესში დახმარება აღუთქვა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner