logo_geo
eng_logo
მამუკა ბახტაძე ბელარუსის პრემიერ-მინისტრ სერგეი რუმასს შეხვდა
- +

23 აგვისტო. 2019. 18:11

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ბელარუსის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ სერგეი რუმასს შეხვდა.

 

ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობის სახლში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. შესრულდა ორი ქვეყნის ჰიმნი. მთავრობის მეთაურებმა ერთმანეთს დელეგაციის წევრები წარუდგინეს.

 

გაიმართა ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების პირისპირ შეხვედრა, რომელიც მოგვიანებით ორი ქვეყნის მთავრობის წევრების მონაწილეობით, გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა.

 

შეხვედრაზე საუბარი ორ ქვეყანას პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებს შეეხო. ხაზი გაესვა საქართველოსა და ბელარუსს შორის  სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მზარდ დინამიკას. აღინიშნა, რომ ბელარუსში ქართული სავაჭრო სახლის გახსნა კიდევ უფრო ხელს შეუწყობს ამ მიმართულებით საქართველოსა და ბელარუსს შორის ურთიერთობების ინტენსიურობას.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner