logo_geo
eng_logo
კოკა ყანდიაშვილი რომან გოცირიძეს: კუპონიჩ!
- +

4 ივნისი. 2016. 21:49



ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი რომან გოცირიძის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება:


„ანუ, თუ რუსთავი-2-ის არ უყურებთ, ისე ვიზებს არ მოგცემთო? ჰა ჰააააა...........

კუპონიჩ - ისე ხომ გულზე ეხატებით საქართველოს მოქალაქეებს ნაცები, და ამ მესიჯსაც თუ აწევთ, აი მაგ შემთხვევაში არჩევნებსაც "მოიგებთ".

 

.. იმ სიმართლესაც გაგიმხელ, რომ რუსთავი-2 ისეთივე წიოკით მაუწყებლობს, როგორც აქამდე ..... უბრალოდ ჩართე ტელევიზორი......."



"ნაციონალური მოძროაბის" ერთ-ერთმა წევრმა, რომან გოცირიძემ "აიპრესთან" "რუსთავი 2"-ის საქმის მიმდინარეობაზე ისაუბრა.


 

"ფაქტობრივად, ანადგურებენ დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას. ეს არის ამ ინსტიტუტის ყველაზე დიდი დისკრედიტაცია. ის, რომ საქართველოში მოსახლეობას ევროპაში თავისუფალი მიმოსვლის ბარიერი ვერ გადაულახავს ესეც ხელისუფლების არადემოკრატიული ქმედებების შედეგია. არადა, ვიზალიბერალიზაციის პროცესი მთავრობის გრაფიკითაც უკვე მიღებული უნდა იყოს, მაგრამ რამდენჯერმე მაინც გადადო. ეს მნიშვნელოვნად დაკავშირებულია სწორედ "რუსთავი 2"-ის საქმესთან.

 

მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო სისტემას დღეს ყველა ლანძღავს, ერთი კარგი დასკვნის გამოტანა შეიძლება აქედან. იმდენად დისკრედიტირებული მოსამართლეებს მიჰყავს ეს პროცესი, რომ თურმე მათი ჩანაცვლება შეუძლებელი ყოფილა მსგავსი ადამიანებით. ვინაიდან, არ აძლევენ საკუთარ თავს აცილებას იმ ფაქტების გამომზეურების შემდეგ, რაც ჩვენ ვიხილეთ და ჯიუტად ეს სასამართლო კოლეგია აგრძელებს მუშაობას ნიშნავს, რომ ძალინ ძნელი ყოფილა მსგავსი არაკეთილსინდისიერი მოსამართლეების მოძებნა სასამართლო სისტემაში და მაშინ ყოჩაღ ამ ადამიანებს",- განაცხადა გოცირიძემ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner