logo_geo
eng_logo
რა გავლენას მოახდენს ამაზონის ტყის ხანძარი კლიმატზე – უცხოელი ექსპერტების შეფასება
- +

23 აგვისტო. 2019. 23:22

 

 

ამაზონის ტროპიკული ტყის განადგურება გლობალურ კლიმატსა და ნალექის რაოდენობაზე კატასტროფული შედეგის მომტანი იქნება. ამის შესახებ ხოფსტრას უნივერსიტეტის გეოლოგიის, გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების პროფესორმა რობერტ ბრინკმანმა განაცხადა, წერს „USA Today“.

 

ამაზონის ტროპიკული ტყის განადგურება გლობალურ დათბობას „ორმაგად დააჩქარებს“, რადგან ტყის განადგურებულ მასივს „ჟანგბადის გადინების“ ეფექტი ექნება. მისი თქმით, ტროპიკული ტყე ხეების განადგურების შემთხვევაში, არა მხოლოდ ნახშირბადის შთანთქვის უნარს კარგავს, არამედ მას ჰაერში დიდი დოზით უშვებს. კვლევის მიხედვით, რომელიც NASA-მ 2014 წელს ჩაატარა, ტროპიკული ტყეები მსოფლიოს 1,4 მლრდ. ტონა ნახშირჟანგს შთანთქავს. ბრიკმანი ამბობს, რომ ამაზონის ტყე ამ ნახშირბადის მეოთხედს შთანთქავს.

 

როგორც აშშ-ის ბუნების დაცვის ასოციაციის თანადამფუძნებელმა ედრიან ფორსაიტმა განაცხადა, ამაზონი მსოფლიოს ტროპიკული ნახშირბადს ინახავს, და იმ შემთხვევაში თუ ეს ნახშირბადი ჰაერში გაიფანტა, კლიმატური მიზნების მიღწევა შეუძლებელი გახდება.

 

ამაზონის ტყეში ხანძარი უკვე მესამე კვირაა მძვინვარებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner