„გახმაურებული კრიმინალური შემთხვევების ფონზე გრძნობთ თუ არა თავს დაცულად?" - „რეზონანსის" შეკითხვას მსახიობი დიმა ჯაიანი პასუხობს:
„კრიმინალი ყველა ქვეყანაში ხდება. ვიღაცებმა რაღაც მინიშნება გააკეთეს, თითქოს მმართველი გუნდია ამაში დამნაშავე და მე ამას გამოვრიცხავ.
ალექსი პეტრიაშვილს ძალიან კარგად ვიცნობ, ძალიან გაწონასწორებული პიროვნებაა და რატომ მოხდა ასეთი რამ, ვერ ვხვდები. არ უნდა მომხარიყო, მაგრამ ქვეყანაში ყველაფერი ხდება", - ამბობს ჯაიანი.