„საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI"-ის დირექტორი ზვიად ტომარაძე განათლების მინისტრის პოსტიდან თამარ სანიკიძის გათავისუფლებას და მინისტრის პოსტზე ალექსანდრე ჯეჯელავას დანიშვნას სოციალურ ქსელში ეხმაურება:
„ვულოცავ საქართველოს მოსახლეობას განათლების სისტემის ერთ-ერთი მესაფლავის თანამდებობიდან გათავისუფლებას და ახალ მინისტრს ბ-ნ ალექსანდრე ჯეჯელავას წარმატებას ვუსურვებ!
იმედს ვიტოვებ ბ-ნი ალექსანდრე არ დაუშვებს მისი წინამორბედის შეცდომებს, არ აღმოჩნდება არასამთავრობო სექტორისა და საზღვარგარეთიდან წამოსული დირექტივების შემსრულებელი. ასევე დამეხმარება ფერეიდნელებისათვის სახელმძღვანელოების გადმოცემაში.
როგორც მოგეხსენებათ, შარშან იმის გამო, რომ აქტიურად ვუპირისპირდებოდი ახალი საგანის "მე და საზოგადოების" სკოლაში დანერგვას, განათლების სამინისტრომ შეპირებული და ფერეიდნელებისათვის დაბეჭდილი სახელმძღვანელოები აღარ გადმომცა!!!"- წერს ტომარაძე.