logo_geo
eng_logo
ხელისუფლების წამომადგენლები ხაშურის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის მოსახლეობას შეხვდნენ
- +

24 აგვისტო. 2019. 00:39

 

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ შიდა ქართლის რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი, პარლამენტის წევრები სოფიო კილაძე და შოთა ხაბარელი, ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატი სიმონ ნოზაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

 

ადგილობრივ მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებზე საუბარი სახელმწიფო და მუნიციპალურ პროგრამებს შეეხო, განსაკუთრებული ყურადღება ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვის, განათლების, სოციალური დაცვისა და სოფლის მეურნეობის პროექტებზე გამახვილდა.

 

ხელისუფლების წარმომადგენლებმა იმ პროექტებზე ისაუბრეს რაც ხაშურის მუნიციპალიტეტში უნდა განხორციელდეს, ასევე ხაზი გაესვა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ეფექტურობასა და გადაწყვეტილების პროცესში მოქალაქეების ჩართულობის მნიშვნელობას.

 

ადგილობრივებმა შეხვედრაზე იმ საჭიროებების შესახებ ისაუბრეს, რაც მათთვის პრიორიტეტულია. ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, მსგავსი სახის შეხვედრები მნიშვნელოვანია მომავალი წლების დაგეგმვის პროცესში რადგან უშუალოდ, მოსახლეობის მხრიდან იღებენ ზუსტ ინფორმაციას კონკრეტული სოფლებისა თუ დასახლების საჭიროებების შესახებ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner