logo_geo
eng_logo
ანაკლიის ფესტივალიდან ზუგდიდის საავადმყოფოში სამი მამაკაცი შეიყვანეს
- +

24 აგვისტო. 2019. 00:41

 

 

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ანაკლიაში მიმდინარე მუსიკალური ფესტივალიდან სამი ადამიანი შეიყვანეს. სამივე ახალგაზრდა მამაკაცია.

 

საავადმყოფოს სამედიცინო მენეჯერის სულხან ორჟონიას ინფორმაციით, მათ დაუზუსტებელი ნივთიერებით ინტოქსიკაციის ნიშნები ჰქონდათ.

 

„მათი დიაგნოზია დაუზუსტებელი სუბსტანციების ტოქსიური ეფექტი, მსუბუქად გამოხატული ინტოქსიკაციის ნიშნებით. სათანადო დახმარების შემდეგ სამივე გაეწერა დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში“, - გვითხრა ორჟონიამ.

ელექტრონული მუსიკის ფესტივალი ანაკლიაში გუშინ, 22 აგვისტოს გაიხსნა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner