24 აგვისტოს, კონსტიტუციის მიღების დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში მიღება გაიმართება.
ღონისძიებაზე მოწვეული არიან აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების მოქმედი და ყოფილი წევრები. ასევე სხვადასხვა კონსტიტუციური ორგანოების წარმომადგენლები. შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართავენ: საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი.
პრეზიდენტის სასახლეში გამოიფინება საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული დოკუმენტები. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება1921 და 1995 წლების კონსტიტუციის დედნები, აგრეთვე, თემასთან დაკავშირებული ისტორიული დოკუმენტები და ფოტომასალა.