logo_geo
eng_logo
პრეზიდენტის სასახლეში 24 აგვისტოს კონსტიტუციის დღე აღინიშნება
- +

24 აგვისტო. 2019. 01:14

 

 

24 აგვისტოს, კონსტიტუციის მიღების დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში მიღება გაიმართება.

 

ღონისძიებაზე მოწვეული არიან აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების მოქმედი და ყოფილი წევრები. ასევე სხვადასხვა კონსტიტუციური ორგანოების წარმომადგენლები. შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართავენ: საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი.

 

პრეზიდენტის სასახლეში გამოიფინება საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული დოკუმენტები. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება1921 და 1995 წლების კონსტიტუციის დედნები, აგრეთვე, თემასთან დაკავშირებული ისტორიული დოკუმენტები და ფოტომასალა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner