logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: ვულოცავ უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს!
- +

24 აგვისტო. 2019. 11:08

 

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, საქართველოს პარლამენტის სახელით, უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

 

„საქართველოს პარლამენტის სახელით ვულოცავ უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. საქართველო და უკრაინა სტრატეგიული პარტნიორები არიან. ქართველებისა და უკრაინელების მეგობრობა ძლიერი და მტკიცეა.

 

ჩვენ საერთო ფასეულობები და თავისუფლებისთვის ბრძოლა გვაერთიანებს. ჩვენი არჩევანი ევროპული ოჯახის ღირსეული და სრულფასოვანი წევრობაა.

 

გულითადად ვულოცავ უკრაინას ამ მნიშვნელოვან დღეს!

 

Слава Україні!“, - ნათქვამია პარლამენტის თავმჯდომარის მისალოც განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner