logo_geo
eng_logo
ახალსოფელთან, ტყეში ხანძრის ქრობის სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო
- +

24 აგვისტო. 2019. 13:08

 

 

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის მახლობლად ტყეში გაჩენილი ხანძრის სალოკალიზაციო სამუშაოები დილიდან განახლდა.

 

ხანძრის ქრობაში შს სამინისტროს სასაზღვრო დეპარტამენტის ვერტმფრენი ჩაერთო.

 

ადგილზე მობილიზებულია 70-მდე მეხანძრე-მაშველი, ასევე კახეთის სატყეო სამსახურის 30 თანამშრომელი და სოფელ ახალსოფლიდან მოხალისეთა ჯგუფი.

 

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს კახეთის სამსახურის უფროსის, გიორგი ჩარკვიანის განცხადებით, იწვის ბალახი. ამ დროისთვის დამწვარია სამ ჰექტრამდე ფართობი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner