ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის მახლობლად ტყეში გაჩენილი ხანძრის სალოკალიზაციო სამუშაოები დილიდან განახლდა.
ხანძრის ქრობაში შს სამინისტროს სასაზღვრო დეპარტამენტის ვერტმფრენი ჩაერთო.
ადგილზე მობილიზებულია 70-მდე მეხანძრე-მაშველი, ასევე კახეთის სატყეო სამსახურის 30 თანამშრომელი და სოფელ ახალსოფლიდან მოხალისეთა ჯგუფი.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს კახეთის სამსახურის უფროსის, გიორგი ჩარკვიანის განცხადებით, იწვის ბალახი. ამ დროისთვის დამწვარია სამ ჰექტრამდე ფართობი.