საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. პრემიერი მილოცვას სოციალურ ქსელ „Twitter“-ში ავრცელებს.
„დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ უკრაინას! საქართველო მტკიცედ დგას უკრაინელი ხალხის გვერდით დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში. მხარს ვუჭერთ აყვავებული ევროპული სახელმწიფოს შენების თქვენეულ განზრახვას! დიდება უკრაინას“, - წერს ბახტაძე „Twitter“-ში.